ცოცვა "თბილისის ბოტანიკურ ბაღში"
თბილისის ბოტანიკურ ბაღში არსებული სექტორი მშვენიერი ადგილია დროის სასიამოვნოდ გასატარებლად და ცოცვის ახალი გამოცდილების შესაძენად.
თბილისის ბოტანიკურ ბაღში არსებული საცოცი სექტორი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილია საქართველოში. ამ ადგილას ცოცვის ისტორია გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან იწყება და დღემდე განსაკუთრებული ადგილი უკავია ქართულ ცოცვის საზოგადოებაში.
სექტორი ძალიან საინტერესოა როგორც დამწყები, ასევე საშუალო დონის სპორტსმენებისთვის.
მარშრუტი
საცოც სექტორში შეგიძლიათ იცოცოთ როგორც ქვედა (Lead), ასევე ზედა (Top-rope) დაცვით. ქვედა დაცვით საცოცი მარშრუტების სიმაღლე 12–14 მეტრია, ხოლო ზედა დაცვით საცოცი მარშრუტების სიმაღლე 28 მეტრს აღწევს.
როგორ მივიდეთ
საცოც სექტორში მოსახვედრად, ნარიყალას ციხის მხრიდან (ქართლის დედის ძეგლიდან) არსებული შესასვლელიდან არის შესაძლებელი. პარკში შესვლისას მიყევით ბილიკს ყოფილი ბოტანიკის ინსტიტუტისკენ რომელიც მიგყვანთ საცოც სექტორამდე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია!!!
2026 წლის დასაწყისიდან თბილისი ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციამ გაამკაცრა საცოც სექტორში შესვლის და სპორტსმენების შეშვების პოლიტიკა. ამიერიდან საცოც კლდესთან მისვლა მხოლოდ "საქართველოს ალპინიზმის გაერთიანებული ფედერაციის" და ბოტანიკური ბაღის პარტნიორ კლუბებისთვისაა შესაძლებელი. ყველანაირ სხვა პირის მოსახვედრად საცოც სექტორში აუცილებელია მიმართოთ ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციას წერილობითი სახით.
საუკეთესო დრო
ბოტანიკურ ბაღში ცოცვა წლის ნებისმერ დროსაა შესაძლებელი.ზაფხულის პერიოდში ცოცვა ყველაზე სასიამოვნოა დილის ან საღამოს საათებში, როდესაც მზე აღარ ადგას კლდეებს ( 17:00 საათის შემდეგ).
ზამთრის პერიოდში კი პირიქით, დილის საათებშ, 15:00 საატამდე, როდესაც მზე კლდეებს ათბობს და მასზე ცოცვა თბილი და სასიამოვნოა.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია!!!
ასევე აუცილებელია გაითვლისწინოთ რომ სექტორიში შესვლა მხოლოდ ბოტანიკური ბაღის სამუშაო საათებშია შესაძლებელი (ბოტანიკური ბაღი მუშაობს ყოველდღე 9:00 - 10:00)
რა დაგჭირდებათ
საცოცად დაგჭირდებათ
- 60მ თოკი
- 8 ექსპრესი
- ჩაფხუტი
- დაცვის სისტემა და დაცვის ქამარი
ინფორმაცია
Guga - Mail: [email protected] Tel: (+995) 557 300 700
Temo - Mail: [email protected]